გაიგე

ჩვენი კომპანიის

შესახებ

ტექნო პოინტი

უსაფრთხოება და კეთილდღეობა


კომპანია

თანამედროვე ტექნოლოგიების მრავალფეროვნება და მათი გამოყენების აუცილებლობა ბაზარზე ქმნის მოთხოვნას სპეციალიზირებულ  მომსახურებაზე, რომელშიც გაერთიანებულია შესაბამისი სერვისები, გადაწყვეტები,  ტექნოლოგიების  შერჩევის, პროექტირების და მათი იმპლემენტაციის უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ტექნო პოინტი არის ქართული კომპანია, რომელიც უშიშროება და უსაფრთხოების, სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართუელებით ინოვაციურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს სთავაზობს როგორც მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ისე სამთავრობო ორგანიზაციებს.


ხედვა

კომპანია გახდება ექსპერტი სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების სფეროში უახლოეს ათწლეულში, ერთ-ერთი  კონკურენტუნარიანი ბრენდი აღმოსავლეთ ევროპაში.


მისია

თანამედროვე მართვისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება და შემდგომი მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა ქართულ ბაზარზე.


გუნდი და უპირატესობები

კომპანიის სპეციალისტები ფლობენ სიღრმისეულ ცოდნას  თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში, რაც საშუალებას იძლევა კომპლექსურად გააანალიზონ და შეაფასონ დამკვეთის მოთხოვნები, შესაბამისად შეარჩიონ ინფრასტრუქტურა, დასახონ სტრატეგია.

ჩვენ ვაერთიანებთ პროექტის მართვისა  და  ინჟინრების სერთიფიცირებულ სპეციალისტებს, რომლებიც  ორიენტირებულნი არიან პროექტის წარმატებასა და დამკვეთის კომფორტზე. საქმისა და დოკუმენტაციის წარმოება სრულდება  ISO 9001: 2008 ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის შესაბამისად.


პროექტირების და გადაწყვეტილებების პორტფელი

პროექტის განხორციელების ეტაპები:

  • ► მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა;
  • ► პროექტის დეტალების შეთანხმება დამკვეთთან;
  • ► პროექტის დიზაინი (პროექტირება);
  • ► მიწოდება;
  • ► ინსტალაცია, კონფიგურაცია, სისტემის გამართვა;
  • ► პროექტის დოკუმენტირება და კონტროლი;
  • ► საგარანტიო მომსახურება;
  • ► სისტემების მეინთენანსი.

გადაწყვეტილებების პორტფელი:

  • ► შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები;
  • ► ვიდეო კონტროლი და ანალიტიკა;
  • ► სახანძრო უსაფრთხოება;
  • ► დაშვების კონტროლი;
  • ► თანამშრომლების და  სამუშაო დროის აღრიცხვა;
  • ► კლიენტისა და ნომრების მართვა (სასტუმროებისათვის);
  • ► პარკირების ავტომატური მართვა;
  • ► ხალხის დათვლა;
  • ► შენობის ავტომატიზაცია;
  • ► ელექტრო მომარაგება:
  • ► უწყვეტი კვების წყაროები;
  • ► დენის გამანაწილებელი კარადები;
  • ► კომპიუტერული ქსელი;
  • ► უსაფრთხოების სისტემების ქსელი;
  • ► სატელეფონო ქსელი;
  • ► ფონური გახმოვანება;
  • ► პროგრამული უზრუნველყოფა;
  • ► უსაფრთხოებისა და მართვის  სისტემების ერთიან გრაფიკულ ინტერფეისში გაერთიანება.