უსაფრთხოების სისტემები

საგანგაშო ვიდეომონიტორინგი

საგანგაშო ვიდეომონიტორინგის სისტემით შესაძლებელი ხდება გაკონტროლდეს არამარტო შენობის შიდა ნაწილი, არამედ ღია სივრცე, ქუჩა, მოედანი, ღია საწყობები და ა.შ. მობინადრეს შეუძლია რეალურ დროში ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონით ან სმარტფონით აკონტროლოს ეზო, სათამაშო მოედანი, სკოლა და ა.შ. ადგილები სადაც თამაშობენ და სეირნობენ ბავშვები, ავტოსადგომი, სადარბაზო და სხვა. საგანგაშო ვიდეომონიტორინგის დანერგვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უსაფრთხო ქალაქის და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის სფეროში, პოლიციის და კერძო დაცვითი სამსახურების ერთობლივ ღონისძიებებში.

კომპანია ტექნო პოინტი ვიდეომონიტორინგის ისტემებში უახლეს მიდგომებსა და ინტეგრირებულ გადაწყვეტებს გთავაზობთ, საქმისა და დოკუმენტაციის წარმოება სრულდება  ISO 9001: 2008 ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტის შესაბამისად.