უსაფრთხოების სისტემები

პატრულირების სისტემა

Patrol  Guard  არის  ეფექტური  მოდული,  რათა  მართოთ  თქვენი  თანამშრომლები,  რომლებიც  ახორციელებენ  პატრულირებას.  ჩვენი  პატრულირების  სისტემა  იყენებს  უახლეს  ტექნოლოგიას,  რომელიც  საშუალებას  გაძლევთ:

  •        ► წინასწარ დაგეგმოთ პატრულირების მარშუტები;
  •        ► შექმნათ პატრულირების ჯგუფები;
  •        ► ზუსტად  აკონტროლოთ  პატრულირების  დრო  და  როდის  მოხდა  კონკრეტული  ლოკაციების  მონახულება;
  •        ► ონლაინ რეჟიმში აკონტროლოთ რამდენად სწორად მოხდა კონკრეტული მარშუტის  შემოვლა.  

მოდულის საშუალებით შესაძლებელია ნახოთ მარშუტების პერიოდული სტატისტიკა და ანალიზი:

  •        ► ყველა ტრანზაქცია;
  •        ► კონკრეტლი დღის საპატრულო ჩანაწერები;
  •        ► საპატრულო მარშრუტების სტატისტიკა;
  •        ►საპატრულო პერსონალის სტატისტიკა.

თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ და შეაგროვოთ სტატისტიკა საპატრულო მონაცემების შესახებ, რათა უზრუნველყოთ საერთო კონტროლი პატრულირების პროცესზე.

სისტემა მუშაობს  წვდომის  კონტროლის გამოყენებით, მოწყობილობები  მონტაჟდება  შენობის  შიდა და გარე პერიმტრზე  შესამოწმებელ  ადგილებში.  საპატრულო  თანამშრომლები  იყენებენ  თავიანთ  სმარტ  ბარათებს  რათა  დააფიქსირონ  ვიზიტის  დრო კონკრეტულ ლოკაციაზე.

პატრულირების სისტემა შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც დაცვის თანამშრომლებისთვის ასევე დასუფთავების, სამეურნეო და ყველა იმ თანამშრომლებისთვის ვისაც ევალება შენობის უსაფრთხოება და მონიტორინგი.

პატრულირების სისტემის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ:

  •        ► შეამციროთ თანამშრომლების რაოდენობა;
  •        ► დაზოგოთ საოპერაციო ხარჯი;
  •        ► უზრუნველყოთ თანამშრომლების ეფექტური მართვა.